ჰენრიკ ილვესი და კურტ ვოლკერი: საქართველო საშიშ ჩიხშია

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა და აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ნატოში, კურტ ვოლკერმა საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს და განაცხადეს, რომ საქართველო საშიშ ჩიხში იმყოფება, რაც რისკს უქმნის ქვეყნის ყველა მიღწევას.

შესაბამისად, მათი თქმით, გადატვირთვა აუცილებელია.

სტატიაში ვკითხულობთ:

“საქართველო იმყოფება საშიშ ჩიხში, რომლითაც რისკის ქვეშ დგება ყველაფერი, რის მისაღწევადაც ქვეყანამ ამდენი იბრძოლა. ისტორიამ, განსაკუთრებით უახლესმა ისტორიამ აჩვენა, რომ დემოკრატია მყიფეა. თუ მან ერთხელ განიცადა მარცხი, ეს ხანგრძლივია და აღსადგენად რთული ბრძოლას მოითხოვს. 6 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმი ალბათ სერიოზულად არ განიხილავდა ამერიკის დემოკრატიის მიმართ საფრთხეს, თუმცა, გამოჩნდა, რამდენად ახლოს ვართ უფსკრულთან, მუდმივად.

ერთხელ ​რონალდ რეიგანმა თქვა:

თავისუფლებას გაქრობისგან ერთი თაობა აშორებს. ის ჩვენს შვილებს სისხლით არ გადაეცემათ. მას სჭირდება ბრძლა , დაცვა და ხელიდან ხელში გადაცემა. თუ არადა, ერთ დღეს ის გაქრება და ჩვენ მოგვიწევს, შვილებს მხოლოდ მოვუყვეთ, რომ ოდესღაც აშშ-ში ადამიანები თავისუფლები იყვნენ.

და ახლა მსოფლიოში ჩანს, რომ ეს განცხადება ჭეშმარიტებაა ყველგან: საქართველოში, ევროკავშირში, აშშ-ში, მიანმარში, ტაილანდასა და უამრავ სხვა ქვეყანაში, სადაც კოვიდ19-ის მიზეზით დემოკრატიამ უკან დაიხია.

ქართველი ხალხი წინსვლის გზას იმსახურებს და არა გამოუვალ მდგომარეობას. ორივე მხარემ გვერდზე უნდა გადადოს წარსული მოთხოვნები და ახლებურად შეხედოს რა სჭირდება ქვეყანას მომავალში. თუ ჩვენ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მსგავს დიალოგს, ამას გავაკეთებთ. მაგრამ ქართველმა ლიდერებმა თავად უნდა გააცნობიერონ, რომ ყველაფერი ძალიან შორს წავიდა და გადატვირთვაა საჭირო.

ვიცით, რომ ქართველებს თავისუფლება გულში აქვთ. მათ სურთ, იყვნენ მსოფლიოს თავისუფლების მოყვარე ხალხს შორის. მათ სურთ უსაფრთხოება, კეთილდღეობა და კარგი მმართველობა. საქართველოს ბედი წყდება ნატოს და ევროკავშირის წევრობაზე. ჩვენ არ ვიცნობთ არც ერთ ადამიანს ოპოზიციასა თუ მთავრობაში, რომელიც ამას არ ეთანხმება.

და მაინც, ამ ორგანიზაციის წევრობას დამსახურება, გამომუშავება უნდა. მსოფლიოსთვის საქართველო უიმედოდ დაყოფილი, უმწიფარი დემოკრატიით და ეკონომიკით და უდავოდ, არ არის მზად გაწევრიანებისთვის. არც ნატოს წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ, დაავალდებულონ თავიანთი ამომრჩევლების შვილები, დაიცვან ახალი წევრი ქვეყნა, რომლის დემოკრატია და შესაძლებლობა, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლის კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

პრემიერმინისტრიუს გადადგომით, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერის შესაძლო დაპატიმრებით, საარჩევნო დარღვევების აღმოფხვრის პროცესზე შეუთანხმებლობით და ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოწოდებით იმის გარეშე, რომ დადგინდეს, რა იყო არასწორი წინა არჩევნებზე, საქართველო არის ჩიხში, რაც ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე აზიანებს.

ორივე მხარემ გვერდზე უნდა გადადოს წარსული მოთხოვნები და ახლებურად შეხედოს იმას, თუ რა სჭირდება ქვეყანას მომავალში. თუ ჩვენ შეგვეძლება, ვიყოთ დიალოგის ფასილიტატორები, ასეც მოვიქცევით. მაგრამ ქართველმა ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ყველაფერი ძალიან შორს წავიდა და გადატვირთვა აუცილებელია”.

banner
წინა სტატიაშისამდაშვილი: როდესაც ადამიანი მძევლად აჰყავთ, ცხადია, ასე მოლაპარაკებებს ვერ განვაახლებთ
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა საერთაშორისო პარტნიორებს: მაშინ, როდესაც თავიანთ სახელმწიფოებში იქნება რევოლუციური შეტევა, რომ ჩამოშალონ სახელმწიფო ინსტიტუციები, როგორ მოიქცევიან?