ჰემონდმა პუტინი შეადარა კაცს, რომელმაც ეს-ეს არის ცოლის ცემას დაანება თავი

პუტინმა ლენინი საბჭოთა კავშირის დაშლაში დაადანაშაულა

ჰემონდმა პუტინი შეადარა კაცს, რომელმაც ეს-ეს არის ცოლის ცემას დაანება თავიბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა, რუსეთის პოლიტიკა სირიაში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ახლო აღმოსავლეთიდან საკუთარი საჯარისო შენაერთების გაყვანის შესახებ გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.
“ზოგიერთი სხვა ქვეყანაში იჭრება, იწყებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას, საავადმყოფოების და სკოლების დანგრევას” – “ბლუმბერგი” ჰემონდის გამოსვლას ციტირებს ლონდონის ქვედა პალატაში.
“ეს რაღაცით – “მან რა, საკუთარი ცოლის ცემა შეწყვიტას” გავს” – განაცხადა ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
“ჩვენ არა ერთხელ გამოვთქმით პუტინის გადაწყვეტილების წინააღმდეგ პროტესტი, რუსეთის ამ კონფლიქტში ჩართვის გამო” – თქვა ჰემონდმა.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 15 მარტიდან სირიიდან სამხედროების ძირითადი ნაწილის გაყვანას დაიწყებს.

banner
წინა სტატიაშიდანია ლტოლვილებს არ მიიღებს
შემდეგი სტატიაერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.3240 ლარი გახდა