პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი, გიორგი ჩიკვაიძე ციხიდან სკანდალურ განცხადებას ავრცელებს – პატიმარი აღნიშნავს, რომ ჰელსინკის კომისიას მისი წარმომადგენლების მეშვეობით გადასცა მტკიცებულებები, რომელიც ქართულ და რუსულ სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციას ამხელს ამერიკელი მაღალჩინოსნების გადმოსაბირებლად.
მეგობრებო, დღეს ჩემი წარმომადგენლების მეშვეობით ჰელსინკის კომისიას გადავეცი დოკუმენტაცია, რომელიც ამხელს რუსული და ქართული სპეცსამსახურების ერთობლივ ოპერაციას ამერიკელი მაღალჩინოსნების გადმოსაბირებლად.” – წერს ჩიკვაიძე.