ჰელსინკის კომისია X-ზე სენატორი ჯინ შაჰინის პოსტს ეხმაურება, რომელიც საქართველოში თანაინვესტირების ფონდის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებას ეხება:
“200-დღიანი უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის შემდეგ, საქართველოს დე-ფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას გაბედავს. ეს ამის კიდევ ერთი მაგალითია” | წერს ჰელსინკის კომისია და X-ზე შაჰინის პოსტს აზიარებს.
ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავეს. სუს-ის მტკიცებით, ის “წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა”. თავად ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის აბუ-დაბიში, ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს, მისი დაკავების ოპერაციას კი თავად სუს-ის ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა.