ჰელსინკის კომისია – ვულოცავ ქართველ ხალხს ისტორიულ მიღწევას, საქართველოს ხშირად არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რომ მათი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის

ჰელსინკის კომისია სოციალურ ქსელში საქართველო-პორტუგალიის მატჩს ეხმაურება და ქართველ ხალხს გამარჯვებას ულოცავს.

„ვულოცავ ქართველ ხალხს ისტორიულ მიღწევას. საქართველოს ხშირად არ აფასებენ, მაგრამ ვიცით, რომ მათი ხალხი ძლიერია და საქართველო ევროპას ეკუთვნის. საქართველოს გაუმარჯოს!“, – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის გვერდზე.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

banner
წინა სტატიაში“დღეს ყველანი საქართველო ვართ!” – საქართველოს პრეზიდენტი და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები
შემდეგი სტატია„სიენენი“ – გელზენკირხენში ისეთი ღრიალი გაისმა, შესაძლოა, ეს ხმა თბილისშიც ისმოდა, ეს იყო ფეხბურთის უდიდესი ღამე საქართველოს ისტორიაში