ჰელსინკის კომისია: თუ სახ.დეპი დაადასტურებს, რომ არჩევნები ნამდვილად თაღლითური იყო, ამის შესახებ ნათელი განცხადება უნდა გააკეთონ

თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად თაღლითური იყო და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, მათ ამის შესახებ ნათელი განცხადება უნდა გააკეთონ, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს.

“პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სერიოზული წუხილები გააჟღერა ამ შაბათ-კვირის საქართველოს არჩევნების კანონიერებასთან დაკავშირებით.

როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს, სანდო ცნობები იყო ამომრჩევლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და შევიწროების, და ამომრჩეველთა კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ.

თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად თაღლითური იყო და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, მათ ამის შესახებ ნათელი განცხადება უნდა გააკეთონ,” – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: სასწრაფოდ უნდა ჩამოყალიბდეს ოპოზიციის გაერთიანებული საკოორდინაციო ცენტრი არჩევნების შედეგების დაცვისთვის
შემდეგი სტატიაThe Economist: “კრემლი, ისე, როგორც არასდროს, ახლოს არის საქართველოზე კონტროლის დამყარების მიზანთან”