ჰელსინკის კომისია: სანქციები ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია აცხადებს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული სანქციები ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა.

კომისია ამბობს, რომ ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას.

“სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გუშინ გამოცხადებული სანქციები ქართველების მიმართ ამერიკელების სოლიდარობის დემონსტრირებაა.

საქართველოს მოსახლეობას უნდა შეეძლოს მშვიდობიანი შეკრების უფლების გამოყენება ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შიშის გარეშე.

ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც იცავს საკუთარ კანონებს და პატივს სცემს მათ თავისუფლებებს. ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლა ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას”, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის მათ ოჯახის წევრებს “დემოკრატიის ხელყოფისთვის” სანქციები დაუწესა. ასევე, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა დაასანქცირა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონი უკვე გაეცნო ზელენსკის გამარჯვების გეგმას – აშშ-ის ელჩი გაეროში
შემდეგი სტატია26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი კიდევ ერთხელ ჩატარდება