9.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

ჰელსინკის კომისია: “ქართული ოცნება” სასამართლოს იყენებს ადამიანების გასაჩუმებლად

აშშ-ის ჰელსინკის კომისია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ “ქართული ოცნება” სასამართლოს, როგორც იარაღს იყენებს ყველა იმ ადამიანის გასაჩუმებლად, ვინც წარმოადგენს გამოწვევას მათი ძალაუფლებისთვის.

ჰელსინკის კომისია ასევე, აღნიშნავს, რომ ელენე ხოშტარია და სხვა ოპოზიციური ლიდერები კიდევ უფრო მძიმე მუხლებით განაჩენების წინაშე არიან.

„ელენე ხოშტარიას, ოპოზიციური პარტია “დროას” ლიდერი, პატიმრობის ერთი წელი და ექვსი თვე მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც დამნაშავედ ცნეს “ქონების დაზიანებისთვის” იმისთვის, რომ გასულ სექტემბერს “რუსული ოცნება” მიაწერა თბილისის მერის, კახა კალაძის წინასაარჩევნო ბანერს.

ხოშტარია და სხვა ოპოზიციური ლიდერები ახლა კიდევ უფრო მძიმე განაჩენების შესაძლებლობის წინაშე დგანან – 7-დან 15 წლამდე პატიმრობის – ვითომდა “სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: აშშ-მა მოიპოვა უკრაინის მთავრობის მესიჯები, სადაც განიხილება შეთქმულება ბაიდენის ხელახლა ასარჩევად
შემდეგი სტატიამარიამ ქვრივიშვილი: ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რომ ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან აღდგება