ჰელსინკის კომისია ბლინკენს ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს

ჰელსინკის კომისიის 26 ივლისით დათარიღებულ წერილში, რომლის ადრესატიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნი, ენტონი ბლინკენია, “ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესებაა მოთხოვნილი.

წერილს ეხლს აწერენ კონგრესმენები – ჯო უილსონი, სტივ კოენი, რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვეისი, ორპარტიული ლიდერები.

“მიგვაჩნია, რომ შესაფერისი დროა, დაიწყოს საქართველოში არსებული კორუფციისა და მავნე გავლენის ძირითადი კვანძების მიმართ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების ნიველირების პროცესი, კონკრეტულად, ბიძინა ივანიშვილი და მისი ახლო წრე”, – აღნიშნულია წერილში.

ორპარტიული წერილი გავრცელდა მას შემდეგ, რაც კონგრესში შეჩერდა კანონმდებლობა – MEGOBARI Act, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსურის სანქციების დაწესებას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს, უსაფრთხოებას, არღვევენ ადამიანის უფლებებს. ამ თვის დასაწყისში კანონპროექტი კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ორპარტიული აბსოლუტური მხარდაჭერით მიიღო, მაგრამ პალატა გასულ კვირას შესვენებაში გავიდა და განხილვა სავარაუდოა, რომ სექტემბერში გაგრძელდება.

“ჩვენ გვჯერა, რომ ეს ქმედებები, მტკიცე შემავსებელი იქნება ჩვენი კანონპროექტის “მეგობარი” აქტს”, – აღნიშნულია წერილში.

იხილეთ წერილი:

ჩვენ გწერთ ამ წერილს, რათა მოგიწოდოთ მეტი სასწრაფო და გადამწყვეტი ქმედებებისკენ საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ჩვენ მივესალმებით თქვენს ბოლო განცხადებას სავიზო პოლიტიკის შეზღუდვის შესახებ მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს და ვფიქრობთ, რომ ეს არის ძლიერი ნაბიჯი თბილისში მზარდი ავტორიტარული და ანტიდემოკრატიული ხელისუფლებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ.

თუმცა, ადგილზე მოვლენების ტემპი და სიმძიმე გვაფიქრებინებს, რომ სასწრაფოდ არის საჭირო მეტის გაკეთება საქართველოს მოსახლეობის დასაცავად. მიგვაჩნია, რომ დროა დავიწყოთ ინდივიდუალური ფინანსური სანქციების დაწესების პროცესი კორუფციისა და ბოროტი გავლენის ძირითადი წყაროების მიმართ საქართველოში, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისა და მის ახლო გარემოცვის მიმართ. ცხადი უნდა გახდეს, რომ კორუფციისა და ბოროტი გავლენის მთავარი აგენტები საქართველოში, ანტიდასავლურ ელემენტებთან ერთად, ვერ ინადირებენ თავისუფლად ქართველ ხალხზე და ვერ მიაყენებენ ზიანს მის დემოკრატიას.

გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, რომ შავი ფულის მნიშვნელოვანი წყარო, რომელიც ეხმარება „ქართული ოცნების“ მფარველობის სისტემას, მოდის „თაღლითური“ სატელეფონო ცენტრების თანავარსკვლავედიდან მთელს მსოფლიოში, რომელთაგან ზოგიერთი მდებარეობს მეგობარ სახელმწიფოებში და ძირითადად ფუნქციონირებს თაღლითური და უკანონო საქმიანობის საფუძველზე.

ეს ქოლ ცენტრები, როგორც ჩანს, წარმოადგენს თანამშრომლობის კვანძებს საქართველოში კორუმპირებულ აგენტებს შორის, ისევე როგორც მათ სხვა კლეპტოკრატ კოლეგებს შორის რუსეთში, და სავარაუდოა, რომ იგივე ქოლ ცენტრები სხვადასხვანაირად მობილიზებული იყო სამოქალაქო საზოგადოების წევრების, დემოკრატიის აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპოზიციის, ასევე მათი ოჯახების წევრების შევიწროებისა და დაშინებისთვის.

უკანონო მოგება, რომელსაც ისინი აწარმოებენ, ასევე ხმარდება სხვადასხვა კორუფციულ ქსელებს საქართველოში, რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ და ხელს უწყობს პოლიტიკური ეკონომიკის შემაშფოთებელი სისტემის შენარჩუნებას, რამაც ხელი შეუწყო საქართველოში ბოლოდროინდელ ანტიდემოკრატიულ და ანტიდასავლურ შემობრუნებას.

ასევე სავარაუდოა, რომ იგივე ქსელები ემსახურება შემოსავლის წყაროს, რომელიც კვებავს რუსულ კორუმპირებულ ქსელებს და ხელს უწყობს სანქციების თავიდან აცილების სისტემების არსებობას.

ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ სასწრაფოდ აუცილებელია სახელმწიფო დეპარტამენტმა, აშშ-სთან და მეგობარ უცხოურ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობით, მიიღოს სწრაფი, დაუყოვნებელი და სისტემური ზომები ამ სატელეფონო ცენტრების ქსელისა და სხვა მსგავსი ძალისხმევების წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე, რათა გაანადგუროს ან ჩაშალოს მათი ოპერაციები.

ჩვენ გვჯერა, რომ ეს ქმედებები შესაბამისობაშია ჩვენს კანონპროექტთან „საქართველოს ანგარიშვალდებულების, მდგრადობისა და დამოუკიდებლობის განვითარების საშუალებების მობილიზებისა და გაძლიერების შესახებ“ (MEGOBARI). ეს კანონმდებლობა ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პრაქტიკის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის გაძლიერებას და კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების ვალდებულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას, ისევე როგორც ავტორიტარული რეჟიმების, განსაკუთრებით რუსეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლას.

banner
წინა სტატიაშილოიდ ოსტინი არ მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი გარდაუვალია
შემდეგი სტატიაბელარუსის პრეზიდენტმა სიკვდილმისჯილი გერმანიის მოქალაქე შეიწყალა