16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრის აშენებისთვის, აბანოთუბანში 5 ოჯახს საკუთრებას ჩამოართმევენ

აბანოთუბანში, ჰეიდარ ალიევის კულტურის ცენტრის აშენებისთვის, 5 ოჯახს საკუთრებას ჩამოართმევენ.

გადაწყვეტილებას ხელს მარიამ ქვრივიშვილი აწერს.

„პროექტი წარმოადგენს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტს და ვინაიდან, კომპანიასა და უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის ვერ მოხდა შეთანხმება უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება“, – აღნიშნულია ბრძანებაში, რომლის შესახებაც თავდაპირველად BM.ge-მ დაწერა.

როგორც რადიო “თავისუფლება“ წერს, თავდაპირველად მშენებლობის დაწყება გორგასლის ქუჩა #25-ში იგეგმებოდა, ამისთვის 2023 წლის 27 ოქტომბერს „საძირკვლის ჩაყრის ღონისძიებაც“ გაიმართა. თუმცა „მოგვიანებით, შენობის ტერიტორიის დაპროექტებისას გამოვლინდა, რომ მიწის ნაკვეთები მშენებლობის განსახორციელებლად არ იყო საკმარისი“ და საჭირო გახდა დამატებითი ორი დასახლებული სივრცის ათვისება, საიდანაც ერთის გამოსყიდვამ საქართველოს სახელმწიფომ გადაწყვიტა.

გამოცემის ცნობით, ეზოში ბინის მესაკუთრე 24 ადამიანია, რომელთსგან 13 დათანხმდა სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ „გამოსყიდვის პირობას“, თუმცა 5 ადამიანი, რომელსაც ჯამში 11 სივრცე (საცხოვრებელი და სხვენი ) ეკუთვნით, არ თანხმდებიან.

ქვრივიშვილი ბრძანებაში წერს, რომ „პროექტი წარმოადგენს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტს“ და ამის გამო „არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება“.

საკუთრების მფლობელებს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებისთვის 1-თვიანი ვადა აქვთ.

banner
წინა სტატიაშიირანის სახელმწიფო მედია: ტრამპის მორიგი მუქარისა და ირანის მთავრობის მოწოდების ფონზე ირანელები ქვეყნის მთავარ ელექტროსადგურებსა და ხიდებთან იკრიბებიან
შემდეგი სტატიამოსკოვი და თეირანი მსოფლიო ნავთობის მაგისტრალს უტევენ -რას აჩვენებს უკრაინული დაზვერვის ფაილები