ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებიდან 14-ე წლისთავთან დაკავშირებით რუსთავში ღონისძიება გაიმართა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტისა და აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის გარდაცვალებიდან 14-ე წლისთავთან დაკავშირებით რუსთავში ღონისძიება გაიმართა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დურსუნ ჰასანოვმა, ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა, მარნეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ აბაზოვმა, დიპლომატიური მისიისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავში ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

„ჰეიდარ ალიევმა დიდი როლი ითამაშა საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთმეგობრული და ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, საქართველო ყოველთვის ეცდება ეს ურთიერთობები ამჟამინდელ ხელისუფლებასთან ერთად უფრო მეტად გააღრმაოს“, – განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ.

ჰეიდარ ალიევი 10 წლის განმავლობაში იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის ხელისუფლების სათავეში. ის 2003 წლის 12 დეკემბერს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიგოჩა მირცხულავა: სააკაშვილი ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვა
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი მიზანია მამაკაცებისა და ქალებისთვის განვითარების და თვითრეალიზების თანაბარი შესაძლებლობების მიღწევა