11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

ჰეგსეთი: ირანზე დარტყმების მიზანი რეჟიმის შეცვლა არ არის

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ირანზე აშშ-ის დარტყმები მიზნად „რეჟიმის ცვლილებას“ არ ისახავს, თუმცა აღიარა, რომ ქვეყნის ხელმძღვანელობა შეიცვალა.

„ეს არ არის ე.წ. რეჟიმის შეცვლის ომი, მაგრამ რეჟიმი ნამდვილად შეიცვალა და სამყარო ამით მხოლოდ მოიგებს“, – აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.

თავდაცვის მდივანმა, ასევე, განაცხადა, რომ ამერიკას ეს ომი არ დაუწყია და დასძინა, რომ ირანი „ცალმხრივ ომს ამერიკის წინააღმდეგ“ ათწლეულების განმავლობაში აწარმოებდა.

„ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი, მაგრამ პრეზიდენტ ტრამპის ხელმძღვანელობით ჩვენ მას დავასრულებთ“, – დასძინა ჰეგსეთმა.

banner
წინა სტატიაშითიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
შემდეგი სტატიააიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა