13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ჰეგსეთი: ირანს აქვს შანსი გონივრული გარიგება დადოს

აშშ-ის ომის მინისტრი, პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ  ირანს აქვს შანსი, კარგი, გონივრული გარიგება დადოს.

მისი თქმითვე, ირანს ბირთვული იარაღი აღარ ექნება.

ჰეგსეთმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალების მიერ ირანის პორტებზე დაწესებული ბლოკადა „დღითიდღე უფრო და უფრო ძლიერდება“.

მისი თქმით, აშშ-ის საზღვაო ძალები ბლოკადას „ყოყმანისა და ბოდიშის მოხდის გარეშე“ ახორციელებენ.

„ეს მოიცავს ყველა გემს, რომელიც ჩვენს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ირანულ გემებს, ან ირანის პორტებში მიმავალ და იქიდან მომავალ გემებს“, – აღნიშნა ჰეგსეთმა.

მისი თქმით, დღეს დილის მონაცემებით, სულ ოცდათოთხმეტი გემი გააბრუნეს.

ჰეგსეთმა აღნიშნა, რომ აშშ-მა ამ კვირაში ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ირანის ფლოტის ორი გემი დააკავა და დასძინა: „კიდევ ბევრს დავაკავებთ“.

ამასთან, აშშ-ის ომის მინისტრის თქმით, ჰორმუზის სრუტე ევროპას უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე შეერთებულ შტატებს.

„ჩვენ ევროპას არ ვეყრდნობით, მაგრამ მათ ჰორმუზის სრუტე ჩვენზე მეტად სჭირდებათ. ეს ბევრად უფრო მათი ბრძოლაა, ვიდრე ჩვენი“, – აღნიშნა ჰეგსეთმა

banner
წინა სტატიაშირესან ქიქავა: ბიზნესმენს წაერთვა აზრის გამოხატვის თავისუფლება
შემდეგი სტატიადონალდ ტუსკი: შვებაა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე რუსები არ არიან