აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის განცხადებით, აშშ-ის მიერ მდიდარი ქვეყნების სუბსიდირების ეპოქა დასრულდა.
„ჩვენ პარტნიორები გვჭირდება და არა პროტექტორატები. ჩვენ გვჭირდება ალიანსები, რომლებიც ერთობლივ პასუხისმგებლობას ეფუძნება და არა დამოკიდებულებას“, – განაცხადა ჰეგსეთმა.
მისი თქმით, აშშ პრიორიტეტს „სამაგალითო მოკავშირეებთან“ თანამშრომლობას მიანიჭებს.
„ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის თავაზიანი თხოვნა, რომ თავიანთ თავდაცვაზე მეტი დაეხარჯათ, უყურადღებოდ რჩებოდა. ახლა ამის გამოსწორებას ცდილობენ. მოკავშირეები, რომლებიც საკუთარი წვლილის შეტანაზე უარს იტყვიან, აშკარა ცვლილების წინაშე აღმოჩნდებიან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვაწარმოებთ საქმეს“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.


















