8.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

Healo-ის ბაზრობა ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტების განათლების მხარდასაჭერად – ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ბანკი

21-22 თებერვალს, ექსპო ჯორჯიას მე-6 პავილიონში, Healo-ის ორგანიზებით, საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართება.

ინიციატივის მიზანი ბავშვებთან და მოზარდებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. შესაბამისად, ბაზრობის ფარგლებში, შემოსული თანხა მოხმარდება სპეციალისტების გადამზადებას – ვორქშოფებსა და ტრენინგებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალი თაობისთვის უკეთესი გარემოს შექმნას.

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, Healo-ის ინიციატივის პარტნიორია.

ღონისძიება სტუმრებს 12:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.

banner
წინა სტატიაში“რისი გაგებაც გვინდოდა, ყველაფერი თქვა”- ნიკო კვარაცხელიას დედა ქვაჭვრელიშვილის გამოკითხვის შესახებ
შემდეგი სტატიაგალტ & თაგარტმა HIF Tbilisi 2026-ზე ტურიზმის საინვესტიციო ტენდენციების შესახებ მიგნებები გააზიარა