ჰავაის კუნძულებზე ვულკან კილაუზას ამოფრქვევის გამო ნაციონალური პარკის და ავტომაგისტრალის ნაწილი დაიხურა. ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლავის შადრევნის სიმაღლემ 300 მ-ს მიაღწია. მიწაზე ვულკანური ქვები და ფერფლი ეცემოდა, რაც გარშემო მყოფთათვის ძალზე სახიფათოა. ამ დროისთვის ვულკანური ლავა კრატერის ფარგლებში რჩება.
ეს ვულკანი უკვე ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების ინტერესს იწვევს. ამ ხნის განმავლობაში ის 43-ჯერ გააქტიურდა.

















