ჰავაიმ ტრამპის სამიგრაციო კანონის შეცვლა მოითხოვა

აშშ-ს ჰავაის შტატმა სასამართლოს მიმართა ქვეყანაში ექვსი ქვეყნის მოქალაქეებისათვის შესვლაზე აკრძალვის მოხსნის მოთხოვნით. ჰავაი პირველი შტატია, რომელმაც ტრამპის ხელმეორე სამიგრაციო აკრძალვა სასამართლოში გააპროტესტა. პირველი აკრძალვა, რომელიც იანვარში იქნა შემოღებული, სიეტლის სამხარეო სასამართლომ გააუქმა.
ჰონოლულუს ფედერალურ სასამართლოში შეტანილ საჩივარში ნათქვამია, რომ აკრძალვის გამო ამერიკელი მუსლიმები დაზარალდებიან, ასევე, ტურისტების ნაკადი და ქვეყანაში სწავლის მსურველთა ნაკადი შემცირდება.
“ჰავაი განსაკუთრებული შტატია – თავისი არსებობის ისტორიაში ის ისე იყო მოწყობილი, რომ დისკრიმინაციას ყოველთვის გაურბოდა” – სარჩელს შტატის გენერალურმა პროკურორმა დაგ ჩინმა გაუკეთა კომენტარი. “ჩვენი მოსახლეობის 20%-ი საზღვარგარეთ დაიბადა. ჩვენთან მცხოვრებ 100 000 ადამიანს აშშ-ს მოქალაქეობა არა აქვს, სამუშაო ძალების 20% სხვა ქვეყნიდან ჩამოსულები არიან” – დაამატა ჩინმა.
15 მარტს, დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი განკარგულების ძალაში შესვლამდე ერთი დღით ადრე სარჩელის განხილვა დაიწყება. ტრამპმა აშშ-ში 6 ქვეყნის მოქალაქეებს 90 დღით შესვლა აუკრძალა. ეს ქვეყნებია – იემენი, ირანი, ლიბია, სირია, სომალი და სუდანი.

banner
წინა სტატიაშითეთრ სახლში რუსეთთან თანამშრომლობის შანსები შეაფასეს
შემდეგი სტატიაQatar Airways-მა ოქროს სავარძლებიანი ახალი ბიზნეს-კლასი წარადგინა (ვიდეო)