მოხარული ვარ, რომ ტრამპი დებატებს საბოლოოდ დათანხმდა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, კამალა ჰარისმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წერს „როიტერი“.
„კარგია, რომ დათანხმდა დებატებს 10 სექტემბერს, მოუთმენლად ველოდები. იმედი მაქვს, ტრამპი მოვა“,- განაცხადა ჰარისმა დეტროიტის შტატის დატოვებამდე, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.
მანამდე კი, განცხადება „ეიბისი“-მ გავრცელა და აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი დათანხმდნენ, რომ დებატები 10 სექტემბერს მათ ეთერში გაიმართოს. ეს იქნება ჰარისის და ტრამპის პირველი დებატები, რომელიც, როგორც გამოკითხვები აჩვენებს, საკმაოდ დაძაბული იქნება.
„ეიბისის“ ეთერში 10 სექტემბერს დებატები ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის უნდა გამართულიყო, თუმცა მას შემდეგ, რაც ბაიდენმა არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, გაურკვეველი გახდა დებატების ჩატარების საკითხი.