ჰარცელია-მნიშვნელოვანია, განიხილებოდეს გერმანული მოდელი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი შეხვდა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან გააკეტა კომენტარი.

ჰარცელმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ხვალ გასამართ შეხვედრაზე, რომელსაც დიპლომატიური კორპუსი, მათ შორის, ვენეციის კომისიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

“სიტუაციიდან გამოსავალი, ჩემი აზრით, იმ მარტივი ფაქტის აღიარებაა, რომ საჭიროა დიალოგი, რადგანაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე თანხმდებოდეს, მოლაპარაკების მაგიდაზე მართლა განიხილებოდეს გერმანული მოდელი და სხვა საკითხები.

მგონია, რომ ეს შეიძლება, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო დისკუსია გამოდგეს ვენეციის კომისიის წარმომადგენლების თანდასწრებით, რომლებიც ხვალ მაგიდასთან გვეყოლება,” – ამბობს ევროკავშირის ელჩი.

დღეს, 29 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის 30 ნოემბერს უნდა გაიმართოს შეხვედრა, სადაც საუბარი იქნება ე.წ გერმანულ საარჩევნო მოდელზე.

შეხვედრას დაესწრება დიპლომატიური კორპუსიც.

banner
წინა სტატიაში“კარგი მსუყე ბიზნესი კი აიწყვეს პატივცემულმა აბაშიძე-კარასინმა”-ბრეგაძე დიპლომატების შეხვედრაზე
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – „გერმანული მოდელის“ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოუდგენელია