ჰარცელი – ჟურნალისტები მთავარი მოკავშირეები არიან

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს ეხმაურება და აცხადებს, რომ “ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟუნრალისტიკა არის “ვაქცინა” დეზინფორმაციის წინააღმდეგ.

“დღევანდელ ციფრულ ეპოქაში ჩვენ ვიძირებით ინფორმაციის ნაკადში, ეს განსაკუთრებით Covid -19-თან დაკავშირებულ “ინფოდემიას” ეხება. აღნიშნულ კონტექსტში, ხარისხიანი და მიუკერძოებელი ჟურნალისტიკა არის “ვაქცინა” დეზინფორმაციის წინააღმდეგ; ჟურნალისტები ჩვენი მთავარი მოკავშირეები არიან, რომლებიც დემოკრატიების ფუნქციონირებას უწყობენ ხელს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი ამ მნიშვნელოვანი წვლილისთვის. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას და იცავს თქვენს თავისუფლებას, რომელიც ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებისთვისაა აუცილებელი”, – თქვა კარლ ჰარცელმა.

ელჩმა ისარგებლა შესაძლებლობით და გამოაცხადა კონკურსი ჟურნალისტიკაში ევროკავშირის 2021 წლის პრიზის მოსაპოვებლად.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი – მედიასაშუალებების წარმომადგენლებს გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს
შემდეგი სტატიასამადაშვილი – ამნისტიის კანონპროექტის ოპოზიციის ვერსია კონკრეტულ ადამიანებს ეხება