ჰარცელი – ვფიქრობ, სასარგებლო სამუშაოები ჩატარდა „ამნისტიის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ „ამნისტიის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით სასარგებლო სამუშაოები ჩატარდა. როგორც ჰარცელი აცხადებს, პოზიტიურად არის განწყობილი იმ სამუშაოების მიმართ, რაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ხორციელდება.

„ვფიქრობ, სასარგებლო სამუშაოები ჩატარდა „ამნისტიის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. საერთო ჯამში, პოზიტიურად ვარ განწყობილი იმ სამუშაოების მიმართ, რაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კეთდება. ჩვენ მალე ვნახავთ ვენეციის კომისიას და ოდირს, რომლებიც დაბრუნდებიან მათი შეხედულებებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა განცხადა, რომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებითაც მუშაობის დროს ისეთივე სულისკვეთებაა საჭირო, როგორიც საარჩევნო რეფორმის შემთხვევაშია.

„რაც შეეხება სასამართლო რეფორმას, ამ მიმართულებით მუშაობა ახლა იწყება. ძალიან მნიშვნელოვანია იგივე სულისკვეთების ნახვა. როდესაც სასამართლო და კანონის უზენაესობის ინსტიტუტებზე ვსაუბრობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნდობის საკითხია. ეს ის სიტყვაა, რასაც ჩვენ ხშირად ვიყენებთ და ნდობა მოდის ობიექტური ფაქტებიდან, მაგრამ ასევე სუბიექტური ფაქტებიდან. ამის დაძლევისა და ფართო საზოგადოებაში ნდობის მოპოვების საუკეთესო გზა არის დარწმუნება, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება უზრუნველყოფილია. ამიტომ, იმედს ვიტოვებ, რომ 19 აპრილის შეთანხმება იქნება სამუშაო გეგმა“, – განაცხადა კარლ ჰარცელი.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რეგულაციების დარღვევის 479 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიარაქვიაშვილი – რაც უფრო მეტს ილაპარაკებს გიორგი გახარია, მით უფრო ნაკლები რეიტინგი ექნება