ჰარცელი-ვიმედოვნებ, 29 ივნისს დაბრუნდება 8 მარტის სულისკვეთება 142 ხმით მხარდაჭერის ჩათვლით

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საარჩევნო სისტემასთნ დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.

როგორც ჰარცელმა აღნიშნა, ის პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ საბოლოო მოსმენისას კანონპროექტს ხმას 142 მხარდამჭერი ეყოლება.

„მივესალმები მთავარი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას. სამწუხაროა, რომ ეს ხმათა მცირე სხვაობით მოხდა. ვიმედოვნებ, რომ საბოლოო მოსმენის წინ 29 ივნისს დაბრუნდება 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება 142 ხმით მხარდაჭერის ჩათვლით“,-წერს ჰარცელი ტვიტერის გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტის სტუდენტები საერთაშორისო კონფერენციაში – ICHEP-2020 მონაწილეობას მიიღებენ
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე – ბიძინა ივანიშვილს, მამაცაშვილებს, ფარცხალაძეებს და მაფიის სხვა წევრებს იმ საქართველოს, რომელიც ჩაიჯიბეს, ამოვუღებთ ჯიბიდან