ჰარცელი – თამარ ჟვანიას პოზიციაზე დისკუსიები არ არის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩანს, საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით მხარეებს შორის მიღწეულია ფართო კონსენსუსი.

მისივე თქმით, თამარ ჟვანიას პოზიციაზე დისკუსიები არ არის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი.

„გუშინდელ შეთანხმებაზე ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ როგორც ჩანს, პაკეტის ირგვლივ მხარეებს შორის ფართო კონსენსუსია მიღწეული. ვიმედოვნებ, ეს არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით. ახლა გაგზავნილია ვენეციის კომისიაში, რათა კანონპროექტი შემოწმდეს და გაიცეს რეკომენდაციები პროცესის დასრულებისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ პროცესი გამოიყურება იმედისმომცემად. იყო დისკუსიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ თამარ ჟვანიას პოზიციაზე დისიკუსიები არ არის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი. დისკუსიების გაგრძელება დამოკიდებულია პარტიებზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიჰარცელი – როგორც ჩანს, საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით მიღწეულია ფართო კონსენსუსი
შემდეგი სტატიაწულუკიანი გელათზე – მინდა ყველას გთხოვოთ, ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე