ჰარცელი – შესაძლებელია დისკუსია, რა არის საუკეთესო საარჩევნო ბარიერი ქართული დემოკრატიისთვის

შესაძლებელია იმაზე დისკუსია, თუ რა არის საუკეთესო საარჩევნო ბარიერი ქართული დემოკრატიისთვის, სად უნდა გადიოდეს საუკეთესო ზღვარი პლურალიზმის ხელშესაწყობად, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის საპასუხოდ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, თუ „რამდენად სწორი ლექსიკით ესაუბრება ხელისუფლება დიპლომატებს და სტრატეგიულ პარტნიორებს“.

„ნება მიბოძეთ, თავი ავარიდო კომენტარებზე საუბარს და ამის სანაცვლოდ, ვისაუბრო გუშინ განხილულ საკითხზე და ეს იყო 2-პროცენტიან ბარიერზე დებატები და ის, თუ როგორ გავაგრძელოთ წინსვლა ამასთან დაკავშირებით. ჩემი მოსაზრება ამაზე ძალიან ცხადია, შესაძლებელია იმაზე დისკუსია, თუ რა არის საუკეთესო ბარიერი ქართული დემოკრატიისთვის, სად უნდა გადიოდეს საუკეთესო ზღვარი პლურალიზმის ხელშესაწყობად. ფუნდამენტური საკითხი აქ მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ეს დისკუსია გვქონდა გასულ შემოდგომას, რასაც მოჰყვა გაზაფხულზე როგორც ფასილიტაციის, ისე მედიაციის ძალისხმევა, რის შედეგადაც მიღწეული იყო 19 აპრილის შეთანხმება. მას შემდეგ ჩვენ ვიხილეთ, რომ ამ შეთანხმების ნაწილი გარდაიქმნა საკონსტიტუციო შესწორებად, რაც დაამტკიცეს კენჭისყრით უნიკალურად ფართო საფუძვლით. როგორც გვახსოვს, 2-პროცენტიანმა ბარიერმა მიიღო არანაკლებ 126 ხმა. ეს იყო სამ თვეზე ნაკლები ხნის წინ. ეს იყო უნიკალური შემთხვევა, როდესაც ვიხილეთ ასეთი ფართო კონსენსუსი. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაიკარგოს ეს იმპულსი და შენარჩუნდეს ეს მნიშვნელოვანი კონსენსუსი”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – სააკაშვილი არის ადამიანი, რომლის დავალებითაც გაქრა და დაიღუპა ასობით მოქალაქე, ამის გათეთრება და გადაღებვა შეუძლებელია
შემდეგი სტატიაჰარცელი – გავაგრძელებთ დაკვირვებას, რათა დავრწმუნდეთ, რომ სააკაშვილის საქმეებთან დაკავშირებით სათანადო სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს