ჰარცელი – რაც სააკაშვილის საქმეზე ვნახეთ, მიმაჩნია, რომ ომბუდსმენმა პოზიტიური წვლილი შეიტანა

როდესაც საქმე ეხება სახალხო დამცველის როლს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის აბსოლუტურად კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლი. სახალხო დამცველი და მისი ოფისი ჩვენი მხარდაჭერით სარგებლობს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა შეკითხვას, რას ფიქრობდა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სახალხო დამცველის მიმართ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის გაკონტროლების ფუნქცია. მინდა აღვნიშნო, რომ იმ შეფასებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით ვნახეთ, მიმაჩნია, რომ სახალხო დამცველმა პოზიტიური წვლილი შეიტანა,“- აღნიშნა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის მუნიციპალიტეტში ვახტანგ კვარაცხელიას სახელობის N4 საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა
შემდეგი სტატიამედიაში ცილისმწამებლური განცხადებები ხშირია, არ უნდა იყოს ეს სისხლის სამართლის დევნის საკითხი? – ინჯია მოსამართლეობის კანდიდატს