ჰარცელი: იუსტიციის საბჭოში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დანიშვნები კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია

უსტიციის უმაღლეს საბჭოში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დანიშვნები არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით, დაჩქარებული, არაგამჭვირვალე და არაკონკურენტული დანიშვნა არ ზრდის სასამართლო სისტემის ნდობას, ანგარიშვალდებულებას ან ხარისხს,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ევროპარლამენტარების მონაწილეობით გამართულ ვებინარზე განაცხადა, რომელმაც შეაფასა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზეგავლენა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე.

როგორც მან განმარტა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაჩქარებული დანიშვნები ერთ-ერთია იმ უკანგადადგმულ ნაბიჯებს შორის, რომლიც უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში დაფიქსირდა.

„სასამართლო სისტემის მდგომარეობა და სასამართლო რეფორმა არის 19 აპრილის შეთანხმების და ზოგადად ევროკავშირი – საქართველოს ურთიერთობის კიდევ ერთი საკითხი. უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული დანიშვნები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით – დაჩქარებული, არაგამჭვირვალე და არაკონკურენტული დანიშვნა, მარტივად რომ ვთქვათ, არ ზრდის სასამართლო სისტემის ნდობას, ანგარიშვალდებულებას ან ხარისხს და ეს შეგვიძლია მივაწეროთ უკანგადადგმული ნაბიჯების ნუსხას, რომლის თვითმხილველებიც უკანასკნელი 4 თვის განმავლობაში გავხდით, მათ შორის, არის დანიშვნები უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირის მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის თქმა, შეუსრულებელი სასამართლო რეფორმის გამო, შეთანხმების შეუსრულებლობა გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებით და სათანადო გამოძიების ნაკლებობა 5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით. ახლა ის დროა, როდესაც უნდა მოხდეს ამ საკითხების მოგვარება და ამ ნუსხის შემცირება და არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა სხვა საკითხებს, რომ ამ ჩამონათვალს დაემატოს”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა: მიხეილ სააკაშვილი აპირებს მელია პარტიის თავმჯდომარეობას ჩამოაცილოს
შემდეგი სტატიაფონ კრამონი საქართველოზე: არ შეიძლება დავუშვათ, რომ ფული მიდიოდეს ქვეყანაში, რომელიც მზად არ არის დემოკრატიული რეფორმების თაობაზე ვალდებულების შესასრულებლად