ჰარცელი – იმედი მაქვს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გადახედავს შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელის მოწერის საკითხს

მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი და ველოდები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ გადახედავს შარლ მიშელის შეთანხმება ხელის მოწერის საკითხს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, გუშინ მნიშვნელოვანი დღე იყო, რადგან 148 პარლამენტარი საკანონმდებლო ორგანოში შევიდა, რაც მნიშვნელოვან საკითხებზე სიღრმისეული მუშაობის შესაძლებლობას იძლევა.

„მე ჯერ კიდევ მაქვს იმედი და ველოდები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, რომ გადახედავს შეთანხმებაზე ხელის მოწერის საკითხს, რადგან რაც გვჭირდება არის ის, რომ ეს პარტია სხვა პარტიებთან ერთად იყოს პარლამენტში როგორც კონსტრუქციული ძალა, აიღონ პარლამენტში ყოფნის პასუხიმგებლობა და გამოიყენონ შესაძლებლობები. ხელმოწერა იქნება ძალიან კარგი გზავნილი ამ მისწრაფების დასადასტურებლად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 439 თბილისში, 86 იმერეთში, 71 აჭარაში გამოვლინდა
შემდეგი სტატიაქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიალით ჩატარების მომსახურება განახლდა