ჰარცელი – ევროკავშირი დაფუძნებულია რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპსა და ღირებულებაზე, ვსაუბრობ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე, კანონის უზენაესობაზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირი ფუნდამენტურ პრინციპებსა და ღირებულებებზეა დაფუძნებულია. მისივე თქმით, ამ ღირებულებებს შორის არის დემოკრატია, კანონის უზენაესობა.

ამასთან, როგორც კარლ ჰარცელი ამბობს, ვინც არ უნდა ითხოვდეს ევროკავშირში გაწევრიანებას, ევროკავშირი დიდ ყურადღებას აქცევს ამ ღირებულებებს.

„ევროკავშირი დაფუძნებულია რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპზე და ღირებულებაზე. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ ღირებულებებს, ვინც არ უნდა ითხოვდეს ევროკავშირში გაწევრიანებას. ვსაუბრობ დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, თანასწორობაზე, ფუნდამენტურ თავისუფლებებზე და ამის ნაწილია, რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიდონეცკისა და ლუგანსკის “რესპუბლიკების გათავისუფლება” აბსოლუტური პრიორიტეტია – ლავროვი
შემდეგი სტატიარუსებმა დაახლოებით 30 350 ჯარისკაცი დაკარგეს – უკრაინის გენშტაბის მონაცემები