ჰარცელი -ძალადობა არის კიდევ ერთი ასპექტი პოლარიზაციისა, რომელსაც ვხედავთ საარჩევნო კამპანიაში

ძალადობა არის კიდევ ერთი ასპექტი პოლარიზაციისა, რომელსაც ვხედავთ საარჩევნო კამპანიაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განუცხადა.

„რაც შეეხება თავად ამ შემთხვევას, მე ვუყურე ახალ ამბებს იმის შესახებ, თუ რა მოხდა გუშინ. ნათელია, რომ ძალადობის ადგილი არ არის დემოკრატიულ საარჩევნო კამპანიაში. საჭიროა ამის არა მხოლოდ დაგმობა, არამედ ასევე უზრუნველყოფა, რომ ამას შესაბამისი სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, რაც იმედი მაქვს, უკვე დაიწყო და შედეგებს გამოიღებს. რა თქმა უნდა, ძალადობა არის კიდევ ერთი ასპექტი პოლარიზაციისა, რომელსაც ვხედავთ ამ საარჩევნო კამპანიაში ისევე, როგორც ვხედავდით სხვა საარჩევნო კამპანიების დროს და რასაც მოჰყვება არა მხოლოდ მკაცრი რიტორიკა, ასევე საზოგადოების აშკარა დაყოფა. ყველაფერი ეს იწვევს ფრუსტრაციას და საბოლოოდ ვშიშობ, ამგვარი ტიპის ძალადობის შემთხვევებს. საჭიროა, ზოგადი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეიძლება ამ პოლარიზაციის შემცირება, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – არანაირი რისკი იმის, რომ „ფაიზერი“ გაფუჭდეს, არ არსებობს
შემდეგი სტატიათამარ კეკენაძე – პარტნიორების უკანონოდ მოსმენა პუტინის რუსეთის ხელწერაა