ჰარცელი – დღეს არის არჩევნების დღე და ეს არ არის მომენტი ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, როდესაც უნდა ვისაუბროთ პოლიტიკაზე, ეს არის მომენტი ქართველი ხალხისთვის, რომ შექმნას პოლიტიკა

დღეს არის არჩევნების დღე და ეს არ არის მომენტი ჩემთვის და ჩემნაირებისთვის როდესაც უნდა ვისაუბროთ პოლიტიკაზე, არამედ ეს არის მომენტი ქართველი ხალხისთვის, რომ შექმნას პოლიტიკა, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა თბილისის #1საარჩევნო უბანზე მისვლისას განაცხადა.

„ეს საარჩევნო უბანი არის ჩემი პირველი გაჩერება, სადაც მე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობას დავაკვირდები. ეს არის არჩევნების ბოლო რაუნდი და 2021 წლის საარჩევნო ციკლის დასასრული. დღეს არის არჩევნების დღე და ეს არ არის მომენტი ჩემთვის და ჩემნაირებისთვის, როდესაც უნდა ვისაუბროთ პოლიტიკაზე, არამედ ეს არის მომენტი ქართველი ხალხისთვის, რომ შექმნას პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, მე ვიმედოვნებ და მოვუწოდებ რაც შეიძლება მეტ ამომრჩეველს, გამოვიდნენ და თავიანთი ხმა გააგონონ, რადგან, როგორც ვიცით, არჩევნები არ განისაზღვრება უმრავლესობის სურვილით, ის განისაზღვრება იმ ადამიანების მიერ, რომლებიც გადაწყვეტენ გამოსვლას და ხმის მიცემას. ამიტომ, მე ვიმედოვნებ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყენებს ამ შესაძლებლობას. ვიმედოვნებ, რომ ამომრჩევლებს დღეს თავისი არჩევანის დაფიქსირების შესაძლებლობა მშვიდობიან გარემოში ექნებათ და ვისურვებდი, რომ მედიას ასევე მიეცემა თავისი ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოს განხორციელება თანასწორ და მშვიდობიან გარემოში. მინდა მადლობა გადავუხადო არჩევნებზე მომუშავე ადამიანებს, რომლებმაც უკვე დაიწყეს მუშაობა და გააგრძელებენ ამას გვიანობამდე. მე ვუსურვებ მათ გამბედაობას, გამძლეობასა და ჯანმრთელობას,-განაცხადა ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.38%-ია – ცესკო