ჰარცელი – 19 აპრილის შეთანხმება არის გზამკვლევი, პარლამენტში ყველა მხარისგან ველოდებით, რომ სიღრმისეულად გაითვალისწინონ

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროკავშირის „სასამართლოს მხარდაჭერის პროექტი“ იმ ინვესტიციის დემონსტრირებაა, რომელსაც ევროკავშირი წლების განმავლობაში ახორციელებს ინსტიტუტების გასაძლიერებლად.

„ბედნიერი ვარ, რომ ვესწრები ამ მნიშვნელოვანი პროექტის დახურვას, რომელსაც ერთად ვაკეთებდით მართლმსაჯულების სექტორში. ეს პროექტი არის იმ ინვესტიციის დემონსტრირება, რომელსაც ევროკავშირი წლების განმავლობაში ახორციელებს ინსტიტუტების გასაძლიერებლად. ძალიან კმაყოფილი ვარ ბევრი იმ შედეგით, რაც წლების განმავლობაში იქნა მიღწეული. ამავდროულად, აღვნიშნავ, სამომავლოდ ეს ძალისხმევა უნდა გაგრძელდეს, სწორედ ამისთვის 19 აპრილის შეთანხმება ნამდვილად არის გზამკვლევი და სამუშაო გეგმა, ველოდებით ყველა მხარისგან პარლამენტში, რომ სიღრმისეულად გაითვალისწინონ, რათა სამომავლოდ ნდობა, ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა იქნას უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობის სფეროში, რაც სწორედ ის არის, რაც ამ ქვეყანას სჭირდება და რასაც მოსახლეობა იმსაუხრებს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაშიეუბნებოდნენ, რომ რუსეთზე ცუდი არაფერი უნდა ეთქვათ – ლომჯარია პანსიონის ბავშვებზე
შემდეგი სტატიაბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა