ჰანს კლუგე – ბრძოლას მხოლოდ კლინიკებში ვერ მოვიგებთ

ბევრ ქვეყანაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პანდემიას მხოლოდ კლინიკებში ებრძვიან, ამ ბრძოლას მხოლოდ კლინიკებში ბრძოლით ვერ მოვიგებთ, თუკი ეს ფოკუსი არ იქნა გადატანილი სხვა მიმართულებებით, მაგალითად, როგორიც არის კოვიდსასტუმროები, – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა.

როგორც საქართველოში „კოვიდ-19“-ზე რეაგირება ძალიან კარგაია და მას უძღვება როგორც მინისტრი, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო.

„სამი მიზანი გვაქვს. პირველი, რომ „კოვიდ-19“-ის საკითხებზე ჯანდაცვის მუშაკებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშაოთ. მეორე მიზანია, რომ შევთანხმდეთ, როგორ ვიმუშავებთ ზოგადად ჯანდაცვის რეფორმის საკითხებზე. ქალბატონ მინისტრს მინდა მივულოცო, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში იმყოფებით, მაინც გრძელდება საქართველოში უნივერსალური ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით მუშაობა. მესამე მიზანია, რომ გაძლიერდეს ჯანმო-ს საქართველოს ოფისის მუშაობა. რასაც მე ვხედავ, რეაგირება „კოვიდ-19“-ზე ძალიან კარგად არის თქვენს ქვეყანაში და მას უძღვება როგორც მინისტრი, ასევე ჯანდაცვის სამინისტრო, რადგანაც ყველა მხრიდან იყო ჩართულობა, როგორც მეცნიერების ასევე საზოგადოების. ეს მონაწილეობა იყო ძლიერი და აქტიური“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

მისივე თქმით, საქართველოში მთელი რიგი ინოვაციებს გაეცნო, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის მიმართულებით ქვეყანას კარგ სამსახურს უწევს.

„ვნახე, როგორც ცხელების ცენტრები, ასევე ონლაინკლინიკა, რომელსაც დღეს ვიზიტით ვესტუმრე, ასევე კოვიდსასტუმროები. ბევრ ქვეყანაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პანდემიას მხოლოდ კლინიკებში ებრძვიან, ამ ბრძოლას მხოლოდ კლინიკებში ბრძოლით ვერ მოვიგებთ, თუკი ეს ფოკუსი არ იქნა გადატანილი სხვა მიმართულებებით, მაგალითად, როგორიც არის კოვიდსასტუმროები. ჩვენ მინისტრთან ვისაუბრეთ და ნამდვილად გვირაბის ბოლოს ჩანს შუქი, რადგან ვაქცინა არსებობს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ. ბოლომდე შედეგის მისაღებად ჯერ კიდევ დროა დარჩენილი. ამიტომ ამ გარდამავალ შუალედურ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან და რეგულაციებთან, ამის დაცვა ევროპისთვის საქართველოსთვის. ეს ზომებია ხელის დაბანა, დისტანცია, რესპირატორული ჰიგიენა, ნიღბის ტარება, თუკი ვერ გრძნობთ თავს კარგად, სახლში დარჩენა. ეს ძალიან მარტივად განსახორციელებელი ზომებია, რომელიც მაღალ ტექნოლოგიებს არ მოითხოვს, მაგრამ ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს, თუ მივსდევთ და შევასრულებთ. თუ მონაცემებს შევხედავთ, ამ ზომების განხორციელებას დღეს საქართველოში დადებითი ტენდენცია აქვს. ჩვენ მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში ვიმუშავებთ და კიდევ მეტ ინფორმაციას მოვიპოვებ, მეტი მეცოდინება. საქართველო ჩემთვის პრიორიტეტული ქვეყანაა. კიევიდან ჩამოსასვლელად 24 საათი დამჭირდა. ეს ორმხრივად მომგებიანი ვითარებაა. ჩვენ ჩვენი მხრიდან საქართველოს გამოცდილებას, ცოდნას ვაწვდით და ასევე ქვეყნიდანაც ვსწავლობთ“, – განაცხადა კლუგემ.

„ვნახე, როგორც ცხელების ცენტრები, ასევე ონლაინკლინიკა, რომელსაც დღეს ვიზიტით ვესტუმრე, ასევე კოვიდსასტუმროები. ბევრ ქვეყანაში პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ პანდემიას მხოლოდ კლინიკებში ებრძვიან. ამ ბრძოლას მხოლოდ კლინიკებში ბრძოლით ვერ მოვიგებთ, თუკი ეს ფოკუსი არ გადავიდა ანილი სხვა მიმართულებებით.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგე საქართველოში დღეს ჩამოვიდა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის​ ევროპის რეგიონის ოფისის ქვეყნის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი ნინო ბერძული; ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი რეაგირებისა და დახმარების განყოფილების პროექტის მართვის ოფიცერი ნატალია დიმოვა-ჩერტოიანოვა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის საქართველოში ვიზიტი ხუთდღიანია და 22 დეკემბერს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი COVID-19-ით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – ჩემი ხელმძღვანელობით დავამარცხეთ ნიკა გვარამია, ის ამას ვერ ინელებს