ჰანს კლუგე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი სახეობა ევროპის რვა ქვეყანაში გამოვლინდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის, ჰანს კლუგეს თქმით, კორონავირუსის ახალი სახეობა – VOC-202012/01 ევროპის რვა ქვეყანაში გამოვლინდა. ამის შესახებ კლუგემ მიკრობლოგ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.

„კორონავირუსის ახალი ვარიანტი ევროპის რეგიონის რვა ქვეყანაში დაფიქსირდა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არსებული დაცვითი ზომების გაძლიერება“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის თქმით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი, წინა შტამებისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშიიმერეთში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე დღეს ახალ „გირჩს“ დააფუძნებს