ჰანოვერის აეროპორტმა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი მძღოლის გამო მუშაობა შეწყვიტა

ჰანოვერის აეროპორტში ასაფრენ ბილიკზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ფრენები დროებით შეწყდა. ადგილობრივი დროით 15.40 წუთზე მსუბუქმა ავტომანქანამ ასაფრენი მოედნის კედელი გაარღვია და ასაფრენ ბილიკზე გავიდა – აეროპორტის “ტვიტერზე” წერია. მანქანას პოლონური ნომრები ჰქონდა. მძღოლი, რომლის ეროვნებაც უცნობია, რადგანაც მას თან არ აღმოაჩნდა დოკუმენტები, ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინის ზემოქმედების ქვეშ იყო. სავარაუდოდ, მძღოლის ასაკი 23-24 წელია. ის დაკავებულია.
მომხდართან დაკავშირებით, ამ მომენტისთვის, სხვა ინფორმაცია არ ვრცელდება.
აეროპორტის მუშაობა ისევ აღდგენილია.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უკრაინიდან ალკოჰოლის და ტკბილეულის იმპორტი აკრძალა
შემდეგი სტატიათურქეთმა აზერბაიჯანიდან გიულენის სავარაუდო მოკავშირე გაიყვანა