ჰანი: ამერიკელები შესაძლებელია დაყოვნდნენ ავღანეთში

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 5, 2015 17:10

ჰანი: ამერიკელები შესაძლებელია დაყოვნდნენ ავღანეთში

ამერიკელები შესაძლებელია დაყოვნდნენ ავღანეთშიავღანეთის პრეზიდენტის აშრაფ ჰანის განცხადებით, რომელიც მან ამერიკულ ტელეკომპანია სი-ბი-ეს-ზე გააკეთა, 2016 წლის ბოლოსთვის ამერიკელი ჯარისკაცების ავღანეთიდან გაყვანის შესახებ შეთანხმება შესაძლებელია გადაიხედოს.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პირობა დადო, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს სრული შემადგენლობით 2016 წლის ბოლოს გაიყვანდა ავღანეთიდან.
რამდენიმე დღის წინ თალიბანი ისევ გააქტიურდა და აშშ-ს ჯარზე გამარჯვება იზეიმა, მათ განაცხადეს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები დამარცხდნენ და პირობა დადეს, რომ „ნამდვილ ისლამურ სახელმწიფოს შექმნიდნენ მას შემდეგ, რაც დამპყრობლების უკანასკნელი ნაწილიც გავა ავღანეთიდან“.
ჰანის სიტყვებით, ავღანეთის ტერიტორიიდან სამხედროების გაყვანის თარიღები „აუცილებელია მუდამ აქტიურად იყოს გონებაში,“ თუმცაღა ეს არ უნდა გახდეს დოგმა. „60 წუთის“ წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვაზე , იცის თუ არა მის ამ პოზიციაზე ობამამ, ჰანმა უპასუხა: „პრეზიდენტი ობამა მე მიცნობს, არ არის აუცილებელი ჩვენ ყველაფერი მოვუყვეთ ერთმანეთს.“
ჯარების გაყვანის ვადები იყო ობამასა და ჰანის წინამორბედს შორის უთანხმოების საფუძველი.
თალიბების გააქტიურებამ ავღანეთში უსაფრთხოების საკითხი ხელახლა წამოჭრა.
ავღანეთში სამშვიდობო მისია 2014 წლის დეკემბერში დასრულდა. სამხედრო ბაზებში დარჩენილი 13 000 სამხედრო, რომელთა უმეტესობაც ამერიკელები არიან, კონსულტაციებისა და სამხედრო სტრატეგიებში ავღანელი კოლეგების დასახმარებლად არიან დარჩენილები.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge იანვარი 5, 2015 17:10

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

  • სანდრა რულოვსი (66%, 1 551 ხმა)
  • გიორგი (გეგა) შენგელია (26%, 615 ხმა)
  • ზვიად სიჭინავა (4%, 103 ხმა)
  • თენგო ჯგუშია (3%, 81 ხმა)

ხმები სულ: 2 350

Google სტატისტიკა


10,223
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics