“პირველ რიგში, ნატოსა და საქართველოს უკვე 30 წელზე მეტია, ღრმა და პრაქტიკული თანამშრომლობა აკავშირებთ.
პოლიტიკური დიალოგი კი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გარკვეულწილად დაქვეითდა, უფრო თავშეკავებული გახდა, რადგან ალიანსში შეშფოთებულები არიან საქართველოში მმართველობის ხარისხთან დაკავშირებით…
ნატომ წლების განმავლობაში საქართველოში ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო – შესაძლებლობების განვითარების, პოლიტიკური და სტრატეგიული დიალოგის მიმართულებით. და, იმავე პერიოდში, საქართველომაც ძალიან ბევრი მისცა ალიანსს, შესაძლოა, სხვა ნებისმიერ პარტნიორზე მეტიც კი – როგორც მოცულობის, ისე ხარისხისა და, გულწრფელად რომ ვთქვათ, მსხვერპლის თვალსაზრისითაც. საქართველოს ნატოს მისიებში, წვრთნებში, ე.წ. ოპერაციული თავსებადობის დღის წესრიგში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. ამიტომ ინსტიტუციური ურთიერთობა და სამხედრო თანამშრომლობა ძალიან ძლიერი იყო და კვლავაც ძალიან ძლიერია.
პოლიტიკური დიალოგი კი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გარკვეულწილად დაქვეითდა, უფრო თავშეკავებული გახდა, რადგან ალიანსში შეშფოთებულები არიან საქართველოში მმართველობის ხარისხთან დაკავშირებით. ხშირად გამოიყენება ტერმინი „უკუსვლა“ – კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული მდგრადობის თვალსაზრისით.
მაგრამ ნახეთ, ჩემი პოსტიც სწორედ იმისთვის შეიქმნა და მეც სწორედ ამიტომ დავინიშნე ამ თანამდებობაზე, რომ ნატოსა და საქართველოს შორის დიალოგის ერთგვარი არხი ვიყო. ამიტომაც ვარ დღეს თბილისში, რათა ეს დიალოგი გაგრძელდეს და ვნახოთ, არსებობს თუ არა შესაბამისი მზაობა ქართული მხრიდანაც”,_ განაცხადა “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, კევინ ჰამილტონმა.















