ჰამბურგის პროკურატურამ საკონცენტრაციო ბანაკის ჯარისკაცის წინააღმდეგ საქმე აღძრა

ჰამბურგის პროკურატურამ საკონცენტრაციო ბანაკ შტუტჰოფის დაცვის წინააღმდეგ სისხლის საქმე აღძრა. 92 წლის გერმანელს 1944-1945 წლებში 5230 ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი – პროკურატურის წარმომადგენელმა 18 აპრილს განაცხადა.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებული აღნიშნულ პერიოდში ბანაკის დაცვაში მუშაობდა და ესესელების ბრძანებებს ასრულებდა.
საკონცენტრაციო ბანაკი შტუტჰოფი 1939 წელს დააარსეს ნაცისტებმა ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე. 110 000 ტყვედან, რომელიც ბანაკში იყო, 65 000 დაიღუპა. ათასობით ადამიანი გაზის კამერებში მოკლეს, დანარჩენები დახვრიტეს, ჩამოახვრჩეს, სამედიცინო ექსპერიმენტების დროს ან აუტანელი პირობების გამო იხოცებოდნენ.
დანაშაულის ჩადენის მომენტში ბრალდებული 17 წლის იყო. ამიტომ მის საქმეს არასრულწლოვნების კოლეგია განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში “კოდორის ხეობის” ეროვნული პარკი შექმნეს
შემდეგი სტატია23 მილიონი ვერდაბადებული გოგონა – საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი სელექციური აბორტების რეიტინგში