“ჰამასმა” უპასუხა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას და საკუთარი პირობები დაასახელა

“ჰამასმა” სამშაბათს განაცხადა, რომ არ შეიძლება მოხდეს “ტყვეთა გაცვლა” ცეცხლის მუდმივ შეწყვეტამდე და ისრაელის ღაზიდან სრულ გასვლამდე. “ჰამასმა” უპასუხა ეგვიპტისა და ყატარის წინადადებას, როდესაც მომლაპარაკებლები ცდილობენ მიაღწიონ შეთანხმებას მომდევნო რამდენიმე დღეში, რომ შეჩერდეს ბრძოლა და მოხდეს მძევლების გათავისუფლება.

“ჩვენი ხალხის უსაფრთხოება ვერ იქნება მიღწეული, გარდა მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის, აგრესიის დასრულების, [ისრაელის] გაყვანის გზით ღაზას ყველა სანტიმეტრიდან… ჩვენი ხალხისთვის დახმარების შემოსვლა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია”, – თქვა “ჰამასის” უმაღლესმა ლიდერმა ოსამა ჰამდანმა ბეირუთში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაცვლა ვერ დასრულდება, სანამ ეს ყველაფერი არ იქნება შესრულებული.

ჰამდანმა ასევე დაადანაშაულა ისრაელი შეთანხმების მიღწევის შეფერხებაში და გააფრთხილა, რომ მოლაპარაკებები არ იქნებოდა “გახსნილი”, რადგან ისრაელი აგრძელებს შეტევას ღაზაში.

“ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი პირობები ცეცხლის შეწყვეტისთვის: სექტორიდან სრული გაყვანა, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება იმ ადგილებში, რომლებიც დატოვეს, განსაკუთრებით ჩრდილოეთში, და საკმარისი დახმარების გაწევა, დახმარება და რეკონსტრუქცია”, – თქვა მან.

banner
წინა სტატიაშიმეთიუ მილერი – უკრაინელებს შეუძლიათ ბრძოლის ველზე გამარჯვების მოპოვება
შემდეგი სტატიასერგეი ნარიშკინი – უკრაინაში ნატო-ს ჯარების განთავსების შესახებ ემანუელ მაკრონის კომენტარები სახიფათოა