„ჰამასმა“ ღაზაზე კონტროლი დაკარგა – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომის მხარდაჭერა გააძლიერა და პირობა დადო, რომ ისრაელი ომს ბოლომდე მიიყვანს.

„ეს არც სამხედრო ოპერაციაა და არც მორიგი რაუნდი, არამედ ომი ბოლომდე. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჯარისკაცებმა ეს იცოდეთ. ეს არ არის ცარიელი სიტყვები, არამედ გულიდან და გონებიდან წამოსული სიტყვებია. თუ მათ [ჰამასს] არ დავასრულებთ, ის დაბრუნდება“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში „ჰამასის“ ე.წ. პარლამენტის შენობა აიღო. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ სურათზე ნაჩვენებია ისრაელის თავდაცვის ძალების36-ე დივიზიის პირველი „გოლანის“ ბრიგადა.

პალესტინის საკანონმდებლო საბჭოს შენობა ღაზაში მხოლოდ „ჰამასის“ დეპუტატებს ემსახურება მას შემდეგ, რაც ტერორისტულმა დაჯგუფებამ 2007 წელს ღაზის სექტორზე კონტროლი დაამყარა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ „ჰამასმა“ დაკარგა კონტროლი ღაზას სექტორზე, რადგან ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას ქალაქს სრულად იკავებენ.

„არ არსებობს „ჰამასის“ ძალა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს ისრაელის თავდაცვის ძალები. ისრაელი ყველა პუნქტამდე მიაღწევს. „ჰამასმა“ დაკარგა კონტროლი ღაზაზე. ტერორისტები სამხრეთით გარბიან. მშვიდობიანი მოსახლეობა ძარცვავს „ჰამასის“ ბაზებს. მათ არ აქვთ ნდობა მთავრობის მიმართ“, – აცხადებს გალანტი.

მისი თქმით, ისრაელის ძალები წინ მიიწევენ გეგმების მიხედვით და ასრულებენ დასახულ ამოცანებს ზუსტად.

„ჩვენ ვმუშაობთ დასახული ამოცანების მიხედვით. წამმზომი არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მიზნები. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს“, – დასძენს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიიუკნევიჩიენე: ოცნება აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანა შეაჩეროს EU-ის, NATO-სკენ მიმავალ გზაზე
შემდეგი სტატიაპოლონეთში 2 ქართველი კოსმეტიკისა და სუნამოების მოპარვის გამო დააკავეს