„ჰამასის“ წევრი: მზად ვართ ყველაზე უარესი სცენარისთვის, მათ შორის, სახმელეთო შემოჭრისთვის

დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი ზემდგომი წევრი სალეჰ ალ-არური აცხადებს, რომ „ყველაზე უარესი სცენარისთვისაც“ მზად არიან.

„მზად ვართ ყველაზე უარესი სცენარისთვის, მათ შორის, სახმელეთო შემოჭრისთვის, რაც ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა ამ ბრძოლის ბედის გადასაწყვეტად“, – ციტირებს დაჯგუფების წევრის სიტყვებს CNN.

ამასთან, „ჰამასის“ სამხედრო ფრთის, „იზედინ ალ-ქასამის ბრიგადის“ განცხადებით, საბრძოლო მოქმედებებს ჯერ კიდევ აგრძელებენ 25 დასახლებულ პუნქტში.

შეგახსენებთ, ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე „ჰამასის“ მებრძოლები გადავიდნენ და თავდასხმები დაიწყეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ. ამას საპასუხოდ, ისრაელის მხრიდან საომარი მდგომარეობის გამოცხადება და „ჰამასზე“ საპასუხო შეტევის დაწყება მოჰყვა.

ბოლო ცნობებით, შეტაკებების შედეგად ისრაელის მხრიდან დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, 1000-მდე კი დაჭრილი.

ხოლო როგორც პალესტინური მხარე აცხადებს, კონტრშეტევას 200-მდე პალესტინელი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიმელია: უახლოეს პერიოდში შევიკრიბებით გაცილებით დიდ და მასშტაბურ ფორმატში, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ
შემდეგი სტატიადროებით ოკუპირებულ ნოვაია კახოვკაში “ერთიანი რუსეთის” ფილიალის მდივანი მანქანაში ააფეთქეს