„ჰამასის“ მებრძოლების მხრიდან ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა

„ჰამასის“ მებრძოლების მხრიდან ისრაელზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 800-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 2 506 ადამიანი, მათგან 23-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 353-ის კი სერიოზული დაზიანებები აქვთ.

რაც შეეხება პალესტინურ მხარეს, 500-ზე მეტი გარდაცვლილი და 2 750-ზე მეტი დაშავებული ღაზის სექტორში ისრაელის სარაკეტო დარტყმებს შედეგად. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასის“ სამიზნეებს ბომბავენ პალესტინელი მებრძოლების მიერ ისრაელის მოქალაქეებსა და სამხედროებზე თავდასხმის საპასუხოდ.

banner
წინა სტატიაშიადამიანები, რომლებიც ცდილობენ, დააკავშირონ რეგლამენტში ცვლილების ინიციატივა და იმპიჩმენტის პროცედურა, არათუ ცდებიან, არამედ მარტივად აღმოაჩენენ, რომ ეს არ არის სწორი – სარჯველაძე
შემდეგი სტატიახელისუფლებას არასდროს მიუტოვებია თავისი მოქალაქე და მოქალაქეებს კაპიკი არ გადაუხდიათ, რომ სამშობლოში დაბრუნდნენ – ვოლსკი