„ჰამასის“ მაღალჩინოსანი – ზავის მიღწევა 24-48 საათშია შესაძლებელი

თუ ისრაელი დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, ეს გახსნის გზას შეთანხმების მიღწევისთვის მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში. ამის შესახებ „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა სააგენტო „ფრანს-პრესს“ განუცხადა.

„ჰამასის“ მოთხოვნები მოიცავს ღაზიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ანკლავისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას.

გავრცელებული ინფორმაციით, ელჩები აშშ-დან, კატარიდან და „ჰამასიდან“ კაიროში ჩავიდნენ, სადაც მხარეები ცდილობენ მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას რამადანამდე (მუსლიმთა მარხვის თვე), რომელიც 10-11 მარტს იწყება.

banner
წინა სტატიაშიევრაზიის საკითხებში ჩინეთის სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვში ჩავიდა
შემდეგი სტატია“ვითხოვთ სასიცოცხლოდ საჭირო მედიკამენტებს” – ონკოპაციენტების აქცია პარლამენტთან