ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი სინვარი მოკლულია

ისრაელის თავდაცვის ძალების მთავარმა სპიკერმა დანიელ ჰაგარმა განაცხადა, რომ „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი მკვდარია.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათ კონტროლი აღიდგინეს ღაზას სექტორის საზღვრისპირა ყველა ქალაქზე, თუმცა ამ ადგილებში ტერორისტები შესაძლოა კიდევ რჩებოდნენ.

ისრაელის არმიის წარმომადგენლის, ადმირალ დანიელ ჰაგარის თქმით, ამჟამად არც ერთ საზღვრისპირა ქალაქში არ მიმდინარეობს ბრძოლები.

„თუმცა შესაძლოა, ამ ადგილებში ისევ იყვნენ ტერორისტები“, – ამბობს დანიელ ჰაგარი.

მისივე თქმით, ტანკები, სამხედრო ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ, რომ ღაზას სექტორიდან საზღვრის კვეთა აღარ დაფიქსირდეს.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

9 ოქტომბრის მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 700-ს აჭარბებს.

banner
წინა სტატიაშიისრაელში კიდევ ერთი ეთნიკურად ქართველი დაიღუპა
შემდეგი სტატიამირჩა ჯოანა – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ადგილი ჩვენთან, ნატო-შია, ეს მოხდება ადრე თუ გვიან, ეს არის გამოსავალი, რომ ყველა დემოკრატიული ქვეყანა ერთად ვიყოთ