„ჰამასი“ „ისლამური სახელმწიფოა“ და მასავით უნდა განადგურდეს – ნეთანიაჰუ

„ჰამასი“ ისლამური სახელმწიფოა და როგორც „ისლამური სახელმწიფო“ გაანადგურეს, ისევე განადგურდება და „ჰამასსაც“ ზუსტად ისევე უნდა მოექცნენ, როგორც „ისლამურ სახელმწიფოს“, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, „ჰამასთან“ ურთიერთობა ყველა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს.

„არც ერთი ლიდერი არ უნდა შეხვდეს მათ, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა შეიფაროს ისინი და ისინი, ვინც ამას გააკეთებს, უნდა დასანქცირდეს“, – განაცხადა ისრაელის ლიდერმა.

მან შეერთებული შტატების მიმართ მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.

„დიდი მადლობა ისრაელის მიმართ საოცარი მხარდაჭერისთვის „ჰამასი“ ბარბაროსების წინააღმდეგ ომში“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ბლინკენის ვიზიტი ისრაელის მიმართ ამერიკის ცალსახა მხარდაჭერის კიდევ ერთი ხელშესახები მაგალითია.

banner
წინა სტატიაში„ჰამასის“ თავდასხმა მიმართულია იმ ყველაფრის წინააღმდეგ, რისიც ისრაელს, საქართველოს, ამერიკასა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს სჯერა, პატივს ვცემთ საქართველოს სოლიდარობას – ისრაელის ელჩი
შემდეგი სტატიასირიის მედია იუწყება, რომ ისრაელმა დამასკოსა და ალეპოს აეროპორტებზე დარტყმა მიიტანა