6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
banner

“ჰამასი” და “ჰესბოლა” ათწლეულების განმავლობაში იყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას, როგორც ცოცხალ ფარს” – გიორგი ტიგინაშვილი

“ეს ჯგუფები ათწლეულების განმავლობაში იყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს და ქალებს, როგორც ცოცხალ ფარს”, – ამის შესახებ თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, “ჰამასი” და “ჰესბოლა” აღნიშნულს იმისთვის აკეთებს, რომ ნებისმიერი სამხედრო პასუხი გადაიქცეს საინფორმაციო იარაღად.

“ქართველი ანტისემიტებისგან ხშირად გვესმის მძიმე ბრალდებები, თითქოს ნეთანიაჰუ და მთლიანად ისრაელის სახელმწიფო პალესტინელთა გენოციდს ახორციელებს და კაცობრიობის წინააღმდეგ ბრუტალურ დანაშაულს სჩადის. საწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი ხისტი, პოლიტიკურად მოტივირებული და ულტრამემარცხენე დუჟით აღსავსე შეფასება არა მხოლოდ ზედაპირულია, არამედ ხშირად იგნორირებას უწევს რეალურ კონტექსტს და ძირითადად სუბიექტურ განწყობაზე მეტყველებს.
უპირველეს ყოვლისა უნდა გავიხსენოთ, რომ თანამედროვე კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის ის ტერორისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნეს ისეთმა მტარვალმა ორგანიზაციებმა, როგორებიცაა ჰამასი და ჰესბოლა. ეს ჯგუფები ათწლეულების განმავლობაში იყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს და ქალებს, როგორც ცოცხალ ფარს. სამხედრო ობიექტები განთავსებულია საცხოვრებელ უბნებში, სკოლებთან და საავადმყოფოებთან ახლოს, ზუსტად იმისათვის, რომ ნებისმიერი სამხედრო პასუხი გადაიქცეს საინფორმაციო იარაღად!
მეორე პრობლემა არის სისტემური ინდოქტრინაცია. არაერთი კვლევა მიუთითებს, რომ გარკვეულ გარემოში ბავშვები იზრდებიან სიძულვილისა და ანტისემიტური პროპაგანდის ატმოსფეროში. ეს ტრაგედია პირველ რიგში თავად პალესტინელი ბავშვების წინააღმდეგ არის მიმართული, რადგან ისინი ბავშვობიდანვე ჩართულნი ხდებიან ძალადობის ციკლში, რომელიც მხოლოდ ახალ მსხვერპლს ქმნის და პოტენციაში გაბოროტებულ ბიორობოტებად დაპროგრამირებულ ტერორისტებად აყალიბებს მათ.
ამ ფონზე, ისრაელის სახელმწიფოს არსებობა და უსაფრთხოება რანაირად შეიძლება მივიჩნიოთ აგრესიის გამოხატულებად, როცა ის, უბრალოდ ეგზისტენციალური მოსაზრებით, სუვერენული თავდაცვის ლეგიტიმურ უფლებას იყენებს საკუთარი ხალხის გადასარჩენად?! როცა ქალაქებს ათასობით რაკეტას ესვრის ესა თუ ის ტვინნაღრძობი ტერორისტული ორგანიზაცია, სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას საკუთარი მოქალაქეები. ამ კონტექსტში ისრაელის სამხედრო მოქმედებები უნდა შეფასდეს არა როგორც ვინმეს მიმართ წარმოებული ეთნიკური განადგურების მცდელობად, არამედ როგორც უსაფრთხოების მძიმე და ტრაგიკული, მაგრამ რეალური გამოწვევის პასუხად.
საერთოდ, გენოციდის ტერმინი ისტორიულად უკავშირდება ისეთ მოვლენებს, როგორიცაა ჰოლოკოსტი, რომელიც ნაცისტების მხრიდან, ჰიტლერის ზეობის დროს – 1933-1945 წლებში განხორციელდა, რაც იყო ებრაელი ხალხის მიზანმიმართული განადგურება, რომელმაც ექვს მილიონზე მეტი ეთნიკური ებრაელი იმსხვერპლა. მსგავსადვე მოხდა თურქეთის მხრიდან სომხების ამოხოცვა და მასობრივი განდევნა 1915-1917 წლებში, როცა ოტომანთა იმპერიის “ერთობისა და პროგრესის კომიტეტმა” დაახლოებით მილიონნახევარი სომეხი მოკლა, ზოგიც დაიღუპა დეპორტაციების, შიმშილისა და ძალადობის შედეგად. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ჰოლოდომორზე, როცა შვიდ მილიონზე მეტი უკრაინელი ამოხოცა სტალინის საბჭოთა კავშირმა 1932-1933 წლებში. ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ 1994 წლის რუანდის გენოციდი, სადაც ჰუტუს ექსტრემისტულმა ჯგუფებმა რვაასი ათასზე მეტი ტუტსი და ზომიერი ჰუტუები მოკლეს. ამდენად, სიტყვა “გენოციდის” იოლად გამოყენება თანამედროვე პოლიტიკური კამათის დროს არა მხოლოდ ისტორიულ მეხსიერებას აზიანებს, არამედ რეალურ გენოციდებსაც “აკნინებს”.
შესაბამისად, როცა ვსაუბრობთ მშვიდობაზე, აუცილებელია სიმართლის ხმამაღლა დაფიქსირება, რომ ტერორიზმი ვერასოდეს გახდება ეროვნული მოძრაობის ლეგიტიმური ფორმა. მშვიდობა იქნება მარტო იქ, სადაც მთავრდება სიძულვილის კულტივაცია და იწყება სიცოცხლის პატივისცემა, როგორც ებრაელის, ისე არაბისაც.
ზოგადად, რა თქმა უნდა ისრაელის კრიტიკა შესაძლებელია და ზოგჯერ საჭიროც, მაგრამ ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ბავშვების გამოყენება, რაკეტების სროლა მშვიდობიანი მოსახლეობისკენ და ანტისემიტური იდეოლოგიის გავრცელება ვერანაირად ვერ იქნება გამართლებული!
მოკლედ, მშვიდობის გზა გადის არა ისრაელის მრავალტანჯული ხალხის დემონიზაციაზე, არამედ რეგიონული ვითარებისა და მიმდინარე სიმართლის დანახვაზე.
არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ისრაელი ერთადერთი ძალაა მსოფლიოში, რომელიც რადიკალურ და ექსტრემისტულ ისლამს აკავებს”, – წერს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი.

შეგახსენებთ, რომ

ინიციატივა “ჯერ საქართველოს” დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი, “ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, განამწესოს ახალი პრემიერი, რომელიც ქვეყანას შეამზადებს არა მარტო კონკურენტული, რაც მთავარია, ახალი სამართლიანი არჩევნებისთვის;
გადაახალისოს საკადრო პოლიტიკა, თუ რა თქმა უნდა, ვინმეს შერჩა რაციონალიზმის მარცვალი.

“რადგან, არაფერი პირადი, მაგრამ კომპეტენციის ნაკლებობის გარდა, ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ჯანსაღი, საღი, ადეკვატური პოლიტიკოსების დეფიციტთან გვაქვს საქმე .”- აცხადებს ყიფიანი

banner
წინა სტატიაშიშსს-მ და სუს-მა აჭარაში ერთობლივი სპეცოპერაცია ჩაატარეს
შემდეგი სტატიატრამპი დარწმუნებულია, რომ კუბაზე კონტროლს დაამყარებს