„ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ეს არის მოჯაჰედების ჯგუფი, რომელიც იცავს თავის მიწებს – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტში თავისი პარტიის ფრაქციის შეკრებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელმა შეიძლება „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილოს.

„ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ეს არის მოჯაჰედების ჯგუფი, რომელიც იცავს თავის მიწებს“, – აცხადებს ერდოღანი.

ერდოღანი, ასევე, ამბობს, რომ მისი ისრაელში ვიზიტი გაუქმდა „არაადამიანური“ ომის გამო.

მან, ასევე, მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი ისრაელსა და პალესტინას შორის და თქვა, რომ მუსულმანურმა ქვეყნებმა ერთად უნდა იმოქმედონ ხანგრძლივი მშვიდობისთვის და მოუწოდა მსოფლიო ძალებს ზეწოლა მოახდინონ ისრაელზე თავდასხმების შესაჩერებლად.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი ისრაელს ადანაშაულებს „კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში“ ღაზაში მისი თავდასხმის დროს.

banner
წინა სტატიაშითბილისში ამერიკელი ხელოვანის, პატი სმიტის წარმოდგენა გაიმართა
შემდეგი სტატიასამნიძის თქმით, ზოგი ოპოზიციონერი პარტნიორებისგან სტატუსის მიღების გადავადებას ითხოვს