„ჰამასი” აცხადებს, რომ მისი მებრძოლები ჯერ კიდევ იმყოფებიან ისრაელის სამხრეთ ქალაქებში. ამის შესახებ დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჰამასის“ ინფორმაციით, მათი მებრძოლები იმყოფებიან ოფაკიმში, სდეროტში, იად მორდეჰაიში, კფარ აზაში, ბეერიში, იატედსა და კისუფიმში.
განცხადების თანახმად, „ჰამასი“ მათ ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო დარტყმებით უჭერს მხარს.