ჰაკერმა დემოკრატიული პარტიის მორიგი მასალები გამოაქვეყნა

ჰაკერმა Guccifer 2.0, რომელმაც აშშ-ს დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის მონაცემების მოპარვაზე პასუხისმგებლობა აიღო, დემოკრატების მორიგი კონფიდენციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა – ჟურნალი Forbes-ი წერს.
გამოცემამ ჰაკერისგან 500 მეგაბაიტი ინფორმაციის წვდომის კოდი მიიღო. მასალებში შიდა ინფრასტრუქტურაზე, დონორებსა და ფინანსურ მდგომარეობაზეა მონაცემები.
Guccifer 2.0-მა გუშინ, 13 სექტემბერს დაუსწრებლად მიიღო მონაწილეობა ლონდონში მიმდინარე კიბერუსაფრთხოების შესახებ კონფერენციაზე – ის ტექსტით აუდიტორიას საკუთარ რეპლიკებს აცნობდა.
ჰაკერს დემოკრატიული პარტიიდან ათობით ათასი დოკუმენტი აქვს მოპარული.
ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტის თქმით, კიბერშეტევის უკან რუსეთი დგას.

banner
წინა სტატიაშიკლინტონი მოწამლეს?
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პარლამენტმა კემერონი ლიბიაში სამხედრო ჩარევის გამო გააკრიტიკა