ჰაკერი იმ წყაროს ასახელებს, საიდანაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება ხორციელდება

კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი ლუკა ფეიქრიშვილი, ინტერნეტსივრცეში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ანალოგიური ვიდეოები პორნოსაიტებზე დევს, რაც მისივე თქმით, მიუთითებს იმაზე, რომ გავრცელებული ვიდეოები აღნიშნული საიტებიდან არის არებული.

“სახელებს არ დავწერ პოლიტიკოსების, მათი მეუღლეების იდენტიფიცირება ვიდეოებში არ ხერხდება და არც შეიძლება, მოხერხდეს, უშუალოდ, ვიდეოს ხარისხის გამო და კიდევ ერთი მიზეზის გამო რომელსაც ქვემოთ დავწერ…

მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ანალოგიური ვიდეოები, ჩვეულებრივ პორნოსაიტებზე დევს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გავრცელებული ვიდეოები, ტიპიური პორნო საიტებიდან არის აღებული და ამის შემდეგ არის უკვე დამონტაჟებული და ატვირთული…(მონტაჟში ვგულისხმობ იმას, რომ წესიერად არ გამოჩნდეს სახეები, ანუ დამახინჯდეს სახეები ძირითადად სრული ვიდეოსს ხარისხის შემცირებით, არ მაქ საუბარი სახეების თეთრი ბლარით დაფარვაზე)

ზოგადად, როდესაც საიტიდან იწერ ისედაც ცუდი ხარისხის ვიდეოს, ხოლო შემდეგ უკეთებ მას რედაქტირებას, ის თავისთავად კარგავს ხარისხს…

არსებულ მოქმედ პორნოსაიტებზე რომ გაატარო გარკვეული დრო, აუცილებლად იპოვი პორნო მსახიობებს, რომლებიც ძალიან გვანან ცნობილ ადამიანებს…

იმის მერე, რაც ჩემი სტატუსის კომენტარში ჩააგდეს ვიდეოების ლინკი, მე ვნახე სამი ვიდეო და არც ერთში ხდება იდენტიფიცირება კონკრეტული პიროვნების, იდენტიფიცირება შეუძლებელი და გამორიცხულია!!!

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ვასკვნი, რომ ვიდეოები დამონტაჟებულია – ანუ “ფეიქია”, ხოლო ვიდეოებში მოყვანილი სახელები და გვარები მხოლოდ ცილისწამება და დეზინფორმაციის გავრცელებაა, რადგან რეიტინგი დაუვარდეს კონკრეტულ პიროვნებას, ან კონკრეტულ პარტიას”,- აღნიშნულია ლუკა ფეიქრიშვილის განცხადებაში, რომელიც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის მეშვეობით პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. პროკურატურამ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელიამ სტუდენდებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა
შემდეგი სტატიაუჩა ნანუაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესწავლას გეგმავს