ჰაკერებმა ფოტოდან თითების ანაბეჭდი გააკეთეს

კრისსლერის თქმით, მის მიერ გამოყენებულ ფოტოებზე მინისტრი სხვადასხვა რაკურსით და მსხვილი ხედით არის გადაღებული. მან ეჭვი გამოთქვა, რომ პოლიტიკოსები სახალხო გამოსვლებისას ამ აღმოჩენის შემდეგ ხელთათმანებით დაიწყებენ სიარულს

ჰაკერებმა ფოტოდან თითების ანაბეჭდი  გააკეთესცნობილი ჰაკერული ჯგუფ Chaos Computer Club CCC-ის წევრმა იან კრისსლერმა განაცხადა, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრის თითების ანაბეჭდები ფოტოდან გააკეთა, რომელიც ჩვეულებრივი ფოტოაპარატით იყო გადაღებული.
მან ამის შესახებ Chaos Computer Club (CCC)-ის ყრილობაზე განაცხადა. დაჯგუფება უკვე 31 წელია არსებობს და ის ევროპაში ყველაზე მსხვილ ჰაკერულ ჯგუფად ითვლება.
კრისსლერის თქმით, მის მიერ გამოყენებულ ფოტოებზე მინისტრი სხვადასხვა რაკურსით და მსხვილი ხედით არის გადაღებული.
მან ეჭვი გამოთქვა, რომ პოლიტიკოსები სახალხო გამოსვლებისას ამ აღმოჩენის შემდეგ ხელთათმანებით დაიწყებენ სიარულს.
თითების ანაბეჭდების სისტემა უსაფრთხოების ზომად გამოიყენება Apple და Samsung-ში, ასევე წელს ბრაზილიაში თითების ანაბეჭდების გამოყენებით მიმდინარეიობდა საპრეზიდენტო არჩევნები.
კიბერუსაფრთხოების პროფესორი ალან ვუდვორდი ამბობს, რომ „ბიომერტირია დაფუძნებულია ისეთ ინფორმაციებზე, როგორიცაა სახის ნაკვთები და თითების ანაბეჭდი – მათი გაყალბება არ არის ადვილი, თუმცა კარგად ვიცით, რომ ეს არ არის უსაფრთხოების საუკეთესო საშუალება და რომ მათი გაკეთება შესაძლებელია“.
მიმდინარე მომენტში დიდი ყურადღება ექცევა თითების ვენების მონაცემებს, ასევე სიარულის ანალიზსა და სხეულის მოძრაობას – ესენიც ბიომეტრიული მონაცემებია, რომელიც მხოლოდ რეალურ ადამიანს შეუძლია.
მიმდინარე წელს ბანკმა Barclays კლიენტებისთვის შემოიღო თითებზე ვენების ამოცნობის სისტემა. ეს ტექნიკა იაპონიასა და პოლონეთის ბანკომატებზე უკვე მუშაობს.
ელექტრონულმა ფირმა Hitachi ასევე გამოიგონა ტექნიკა, რომელიც კითხულობს თითებს შიგნით მოთავსებულ ვენებს.
2013 წელს ბევრ საავადმყოფოში გაკეთებულმა კვლევებნმა აჩვენეს, რომ ვენის ნახაზი არ არის დამოკიდებული არტერიული წნევის ცვალებადობისგან.

banner
წინა სტატიაშიქართული ღვინო წლის საუკეთესო სასმელების სიაში
შემდეგი სტატიაპულკე – აცტეკების სასმელი